logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: გვარამიას ტელებორდელის მიერ გაპიარებულ მაიორ დვალიშვილს შევიწროებულის არაფერი ეტყობა!
- +

5 თებერვალი. 2020. 22:21

 

„მაიორი დვალიშვილი, უბრალოდ, ის კაცია, რომელიც, თურმე, კომპრომატებს თლიდა და ჭერში აწყობდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

 

„მაიორი დვალიშვილი, უბრალოდ, ის კაცია, რომელიც, თურმე, კომპრომატებს თლიდა და ჭერში აწყობდა, ოღონდ, იმიტომ კი არა, რომ „სისტემის მანკიერება ემხილებინა“ და „უსამართლობის“ წინააღმდეგ გაელაშქრა, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი თავი დაეცვა და ჭერში შელაგებული კომპრომატები ხელისუფლების დასაშანტაჟებლად გამოეყენებინა, თუ ამის საჭიროება ოდესმე დაუდგებოდა.

 

მაიორმა დვალიშვილმა 2014 წელს გადაიღო ვიდეო, რომელსაც 2020 წლამდე ინახავდა და 6 წლის განმავლობაში იკავებდა თავს, რომ „უსამართლობასა“ და „ნეპოტიზმში“ ემხილებინა მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირები, რომლებმაც, თურმე, აიძულეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული მინისტრის მოადგილის ძმა გაეთავისუფლებინა. კი მაგრამ, თუ ყველაფერი მართლა ასე იყო, მაიორმა დვალიშვილმა მაშინვე რატომ არ ატეხა განგაში? მოკლედ, გვარამიას ტელებორდელის მიერ ფართოდ გაპიარებულ მაიორ დვალიშვილს შევიწროებულის არაფერი ეტყობა!“ - წერს ხუბუა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner