logo_geo
eng_logo
ლიზა გეგეჭკორი: შპს „მთავარი არხის“ მორიგი ფეიკ ამბავი და დაუსაბუთებელი ბრალდებები
- +

6 თებერვალი. 2020. 00:33

 

 

„მთავარ არხელებს“ არა  კომპეტენტური აზრი, არამედ მათი პირდაპირი და  არაპირდაპირი მფლობელებისა და დირექტორების მოთხოვნების დაკმაყოფილება სჭირდებათ“, - ამბობს POSTV-ის გადაცემა მედია რენტგენის ავტორი ლიზა გეგეჭკორი, რომელიც შპს "მთავარი არხის" მორიგი ფეიკ-ნიუსის შესახებ ყვება.

 

„მედია რენტგენის ობიექტივში ამჯერად განათლების სამინისტროსთან  სტუდენტების მიერ გამართული აქციის შესახებ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებების შემცველი რეპორტაჟი მოხვდა.

 

გადაცემის წამყვანის ლიზა გეგეჭკორი თქმით, ე.წ. „მთავარი არხის“ წამყვანი მაყურებელს უყვება, რომ სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და სწავლის გაგრძელება საქართველოს უნივერსიტეტებში სურთ, სამინისტრო დამატებით რეგულაციებს უწესებს, რომლის თანახმად, მათ  მაგისტრანტებისთვის განკუთვნილი უნარ-ჩვევების გამოცდა უნდა ჩააბარონ და მათ ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ეცნობათ.

ამასთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი „მედია რენტგენთან“ აცხადებს, რომ ტესტი არ არის განკუთვნილი მაგისტრანტებისთვის და არც აბიტურიენტებისთვის, ეს სტუდენტის სტატუსის მქონე პირებისთვის განსაზღვრული ტესტია, რომლითაც უნდა დადასტურდეს მათი აზროვნების უნარი.

 

მედია რენტგენმა  ასევე გაარკვია, რომ  იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადმოვიდეს სტუდენტი უცხო ქვეყნიდან საქართველოში, აქციის მონაწილე სტუდენტებმა  ჯერ კიდევ  უცხოეთში სწავლის დაწყებამდე იცოდნენ და აღნიშნული საკითხი უმაღლესი განათლების შესახებ კანონით და მინისტრის ბრძანებით რეგულირდება.

 

„კანონმდებლობა გამოქვეყნებულია ყველგან, მათ შორის სამინისტროს ვებგვერდზეც შესაბამისად,  აღნიშნულ პირებს, 1 წლის წინ უკვე განემარტათ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მოპოვების შემთხვევაში, მოუწევდათ მხოლოდ ერთი, ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება და კომპეტენციის დადასტურება“, - ამბობს გადაცემის ავტორი.

 

ლიზა გეგეჭკორი ე.წ. „მთავარი არხის“ სხვა „ცრუ და დაუსაბუთებელ“ სხვა ბრალდებებზეც საუბრობს. მათ შორის, თითქოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი სტუდენტებს არ ხვდება, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, ექნებოდათ  თუ არა გამოცდები საქართველოში და სხვა.

 

„რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს განათლების მინისტრი სტუდენტებს არ ხვდება, მედია რენტგენმა გაარკვია, რომ მინისტრი არ იმყოფება ქვეყანაში, თუმცა სამინისტროს ორგანიზებით სტუდენტებთან შეხვედრა სამჯერ გაიმართა. 27 იანვარს მათ შეხვდნენ უმაღლესი განათლების დეპარტამენტის თანამშრომლები, ხოლო 28-29 იანვარს  მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, რომელიც უშუალოდ კურირებს უმაღლეს განათლებას. სტუდენტებმა სწორედ მათგან მიიღეს ყველა დეტალზე ამომწურავი ინფორმაცია.

 

გადაცემის ავტორის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეს სტუდენტები უპირატეს მდგომარეობაში არიან სხვა ქართველ სტუდენტებთან შედარებით - თუ სხვებმა უმაღლესში მოსახვედრად უნდა ჩააბარონ 4 გამოცდა, მათ უწევთ ერთის ჩაბარება, რაც არ უნდათ. 

 

გარდა ამისა, ლიზა გეგეჭკორის თქმით, სტუდენტებმა იცოდნენ, რომ  საქართველოში გადმოსვლის შემთხვევაში გამოცდა ექნებოდათ ჩასაბარებელი, რადგან აღნიშნული რეგულაცია მოქმედებს 2019 წლის 8 თებერვლიდან, ანუ, უნარებში გამოცდების ჩაბარების რეგულაცია ვრცელდება პირებზე, რომლებმაც სწავლის უფლება უცხოეთში აღიარებულ უნივერსიტეტებში 2019 წლის 1 იანვრიდან მოიპოვეს.

 

„ეს ყველაფერი არის იმის გამო, რომ ხსენებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებას არ გააჩნია პასუხისმგებლობა პირველ რიგში საკუთარი მაყურებლის წინაშე. ისინი არ მიმართავენ კომპეტენტურ პირებს კომენტარისთვის, მათ არ მიაჩნიათ უხერხულად ფაქტი, რომ მომზადებული რეპორტაჟები გადაუმოწმებელი და რეალობისგან ძალიან შორსაა. „მთავარ არხელებს“ არ სჭირდებათ კომპეტენტური აზრი, მათ სჭირდებათ მათი არაპირდაპირი და პირდაპირი მფლობელებისა და დირექტორების მოთხოვნების დაკმაყოფილება“, - ამბობს გადაცემის ავტორი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner