logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: გიჟებმა აგვიყვანეს მძევლად 2003 წელს და იმის შემდეგ „გვმკურნალობენ“
- +

6 თებერვალი. 2020. 02:44

 

 

„მკურნალობის ცხრაწლიანმა კურსმა, მათი აზრით, ბოლომდე ვერ განგვკურნა“, - ამის შესახებ პუბლიცისტი ვახტანგ ხარჩილავა გაზეთ „ასავალ-დასავალში“ წერს.

 

„საქართველოს ამბებს რომ ვაკვირდებით, ჩვენც, მგონი, გიჟებმა აგვიყვანეს მძევლად 2003 წელს და იმის შემდეგ „გვმკურნალობენ“ და „გვმკურნალობენ“. მკურნალობის ცხრაწლიანმა კურსმა, მათი აზრით, ბოლომდე ვერ განგვკურნა და რვაწლიანი პაუზის შემდეგ ხელახლა უნდათ „გვიმკურნალონ“, რათა ხელისუფლებაში მათი ხელახლა მოსვლის იდეა როგორმე მოგვეწონოს.

 

ღია სტაციონარ „მთავარი არხიდან“ დილიდან საღამომდე „მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით“ დაკომპლექტებული კონსილიუმი უფასო კონსულტაციებს გვიწევს და ჰაერისგან „დამზადებულ“ უფასო აბებსაც გვირიგებს, რომელიც ჭკუასუსტობას შეცვლის, თურმე“, - წერს ხარჩილავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner