ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიას და მის შედეგებს იხსენებს:
„1 წლის წინათ, ზუსტად ამ დროს, როცა საათი 00:29 აჩვენებდა, 1ლი ცნობა გავრცელდა, რომ თბილისის სტიქიამ ადამიანი შეიწირა. მერე და მერე გაირკვა, რომ 21 თუ 22 ადამიანი დაიღუპა, 2 დღემდე იძებნება. გაირკვა, რომ ზოოპარკის ბინადართა ნახევარი წყალდიდობამ იმსხვერპლა, გაჩანაგდა ინფრასტრუქტურა, სახლები, ასამდე ოჯახი დაზარალდა და დედაქალაქს 300-400 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.
მე მტკივა 13 ივნისი.
მაგრამ ეს დღე გამოთანებისაც იყო. ერი მუშტად შეიკრა და სახელმწიფოს გვერდით დაუდგა.
არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ასე მძაფრად ერთიანობის განცდა 9 აპრილის შემდეგ არ მიგრძვნია.
გარდაცვლილთა ხსოვნა იყოს.
ვუსამძიმრებ ოჯახებს.
ვიყოთ ერთად და სტიქია და ოკუპანტი ვერასოდეს ვერაფერს დაგვაკლებს.
#13ივნისი"