logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: ზუსტად ამ დროს, პირველი ცნობა გავრცელდა, რომ თბილისის სტიქიამ ადამიანი შეიწირა...
- +

13 ივნისი. 2016. 03:03



ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიას და მის შედეგებს იხსენებს:

 

„1 წლის წინათ, ზუსტად ამ დროს, როცა საათი 00:29 აჩვენებდა, 1ლი ცნობა გავრცელდა, რომ თბილისის სტიქიამ ადამიანი შეიწირა. მერე და მერე გაირკვა, რომ 21 თუ 22 ადამიანი დაიღუპა, 2 დღემდე იძებნება. გაირკვა, რომ ზოოპარკის ბინადართა ნახევარი წყალდიდობამ იმსხვერპლა, გაჩანაგდა ინფრასტრუქტურა, სახლები, ასამდე ოჯახი დაზარალდა და დედაქალაქს 300-400 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

 

მე მტკივა 13 ივნისი.

 

მაგრამ ეს დღე გამოთანებისაც იყო. ერი მუშტად შეიკრა და სახელმწიფოს გვერდით დაუდგა.

არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ასე მძაფრად ერთიანობის განცდა 9 აპრილის შემდეგ არ მიგრძვნია.

 

გარდაცვლილთა ხსოვნა იყოს.

ვუსამძიმრებ ოჯახებს.

 

ვიყოთ ერთად და სტიქია და ოკუპანტი ვერასოდეს ვერაფერს დაგვაკლებს.

#13ივნისი"


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner