logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ეს იქნება საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კანონპროექტი და დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ ეკონომიკას
- +

6 თებერვალი. 2020. 11:26

 

კერძო სექტორის გაძლიერების, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მაქსიმალური მხარდაჭერისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობამ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.

 

„დღეს ჩვენ განვიხილავთ ახალ, ძალზედ მნიშვნელოვან კანონპროექტს - „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“, რომელზეც დეტალურად იმუშავა იუსტიციის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა. ეს არის ძალზედ ხანგრძლივი შრომის შედეგი“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პროექტი, რომელიც კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტების ჩართულობითა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით შემუშავდა ფინანსური სირთულეების მქონე ბიზნესისთვის პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობის გაჩენას ეხება. კანონი ბიზნესს მისცემს საშუალებას, ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზევე გამოიყენოს რეაბილიტაციისათვის საჭირო მექანიზმები, გაკოტრების პროცედურის ნაცვლად.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კანონპროექტი და დიდ სარგებელს მოუტანს  ქართულ ეკონომიკას. ჩვენ წლების განმავლობაში ვგრძნობდით, როგორ უჭირდა კომპანიებს, რომლებიც ხვდებოდნენ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში. ეს კანონი მათ შესაძლებლობას მისცემს აირიდონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ კომპანიების გაჯანსაღება, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველ რიგში სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ჩვენი მოქალაქეებისთვის სიკეთეს ნიშნავს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner