logo_geo
eng_logo
იერუსალიმში სამხედროების ჯგუფს მანქანა დაეჯახა, პოლიცია მომხდარს შესაძლო ტერაქტად განიხილავს
- +

6 თებერვალი. 2020. 11:31

 

იერუსალიმში სამხედროების ჯგუფს მანქანა დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ისრაელის შეიარაღებული ძალების 12 სამხედრო მოსამსახურე და ორი სამოქალაქო პირი. პოლიცია მომხდარს როგორც ტერორისტულ თავდასხმას იძიებს.

 

სამართალდამცველების ინფორმაციით, მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის განცხადებით, სამხედროები იერუსალიმში ფიცის დადების ცერემონიაზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც ქალაქის დასათვალიერებლად გავიდნენ.

 

მედიკოსების ცნობით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner