„2008 წლამდე დაწყებულ და დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით დაწესებული შეღავათებით ბიზნესი 2026 წლამდე ისარგებლებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 2008 წლამდე დაწყებული დაუსრულებელი მშენებლობების მხარდაჭერისთვის და ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, კანონის ეს მუხლი გავაგრძელოთ 2026 წლამდე.
ეს ცვლილება, ეს შეღავათი იყო ძალზედ ეფექტური, რამაც ხელი შეუწყო ბევრი დაწყებული და დაუსრულებელი მშენებლობის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ასეთი პროექტები იყო საკმაოდ ბევრი და მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს შესაძლებლობა ჩვენს ბიზნესს მივცეთ 2026 წლამდე“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.