logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ოდირის დასკვნის თანახმად, თურმე „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციურია, რაც ცალსახა ტყუილია
- +

6 თებერვალი. 2020. 11:47

 

 

„როდესაც ოპოზიცია გუშინ ამტკიცებდა იმას, რომ ოდირის დასკვნის თანახმად, თურმე „გერმანული მოდელი“ არის კონსტიტუციური, ეს არის ცალსახა ტყუილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„მოლდოვური მაგალითი აბსოლუტურად განსხვავებულია, როცა ვსაუბრობ ტყუილებზე, ეს არის ტყუილები და არა მანიპულაცია. ანუ ისინი კი არ მანიპულირებენ, ტყუილს ამბობენ. რაც შეეხება თვითონ კონსტიტუციურობის დადგენას, პირდაპირ წერია ის, რაც მე ვთქვი. ანუ, მეორე აბზაცშივე წერია შემდეგი, რომ ჩვენი საქმე ვერ იქნება კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენაო და შესაბამისად, ბუნებრივია, ქვემოთ არანაირი მსჯელობა არ არის კანონპროექტის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, როდესაც ოპოზიცია გუშინ ამტკიცებდა იმას, რომ ოდირის დასკვნის თანახმად, თურმე „გერმანული მოდელი“ არის კონსტიტუციური, ეს არის ცალსახა ტყუილი. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ მეორე აბზაცი ამ დოკუმენტში. ანუ ეს არის შავით თეთრზე დაწერილი რამ, რაც არ შეიძლება სხვანაირად წაიკითხო. ანუ, ოდირის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ მისი პრეროგატივა ვერ იქნება კონსტიტუციურობის დადგენა. ბუნებრივია, ქვემოთ (დოკუმენტში) არანაირი მსჯელობა არ არის გაშლილი ამასთან დაკავშირებით. ოპოზიცია გვატყუებს, რომ თითქოს, ოდირმა დაადგინა კონსტიტუციურობა, რაც ცალსახად ტყუილია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner