logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: რაც მალე დათანხმდებიან ჩვენს წინადადებას, მით უკეთესი იქნება მათთვის
- +

6 თებერვალი. 2020. 11:48

 

 

„ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა ოდირის დოკუმენტიდან, რომ თანაბრად ლეგიტიმურია არამხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული 100/50-ის სისტემა, არამედ თუნდაც დღეს მოქმედი სისტემა ანუ 77/73-ზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„დამატებით ორი მესიჯი იკვეთება ოდირის დასკვნიდან. ერთი, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება, მათ შორის მკაფიოდ არის მითითებული ისიც, რომ სამართლიანია, როგორც პროპორციული, ისე სრულად მაჟორიტარული და ასევე შერეული საარჩევნო სისტემები. ეს არის ძალიან მკაფიო დასკვნა, რომელიც იკითხება ოდირის დოკუმენტიდან და ასევე არის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო წლის განმავლობაში საარჩევნო სისტემა არ უნდა იცვლებოდეს. აქედან ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს ძალიან მარტივი დასკვნა - რომ თანაბრად ლეგიტიმურია არამხოლოდ ჩვენს მიერ შეთავაზებული 100/50-ის სისტემა, არამედ თუნდაც დღეს მოქმედი სისტემა ანუ 77/73-ზე. შესაბამისად, რაც უფრო სწრაფად დათანხმდება ოპოზიცია ჩვენს შეთავაზებას 100/50-თან დაკავშირებით, მით უკეთესი იქნება მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება 77/73 პრინციპით, რომელიც ოდირის დასკვნით, არის სრულად შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner