logo_geo
eng_logo
მთავრობამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და „საქართველოს რკინიგზის“ დამაკავშირებელი პროექტი დაამტკიცა
- +

6 თებერვალი. 2020. 12:22

 

 

საქართველოს მთავრობამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და „საქართველოს რკინიგზის“ დამაკავშირებელი პროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

 

„მთავრობამ დაამტკიცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის და საქართველოს რკინიგზის დამაკავშირებელი პროექტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვახორციელებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტს, ახალი ტერმინალი შენდება და წლის განმავლობაში შევა ექსპლუატაციაში. დღევანდელი პროექტის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დაკავშირებული იქნება ჩვენი რკინიგზის კოპიტნარის სადგურთან. მოხდება სადგურის რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კერძოდ, საგზაო დეპარტამენტი განახორციელებს საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, მშენებლობას, რომელიც აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს დააკავშირებს. უახლოეს პერიოდში დაიწყება მშენებლობა, რაც მთავარია დღეს დამტკიცდა ეს პროექტი. სამი მხარე მონაწილეობს ამ პროექტში საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელიც გზით დააკავშირებს ამ ორ ობიექტს საერთაშორისო აეროპორტს და სარკინიგზო სადგურს. „საქართველოს რკინიგზა“ მოახდენს სადგურის რეაბილიტაციას იმდაგვარად, რომ ის მაღალ სტანდარტებს პასუხობდეს. ხოლო ეკონომიკის სამინისტროში შემავალი აეროპორტების გაერთიანების კომპანია გააკეთებს ორგანიზებას შატლებით უფასოდ ავიამგზავრების მომსახურებისას. იქნება პერიოდული მიმოსვლა სადგურსა და აეროპორტს შორის. იქნება ძალიან სწრაფი, ძალიან ეფექტური მიმოსვლა, სულ 1,5 კმ მონაკვეთია. ეს შატლები დახვდება მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მიიყვანს „საქართველოს რკინიგზის“ განახლებულ სადგურამდე. ეს კიდევ ერთი შედარებით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ჩვენს ტურისტულ და სატრანსპორტო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას შეემატება და კიდე უფრო მეტ მიმზიდველობას შესძენს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც განახლდება და ყალიბდება როგორც დაბალბიუჯეტიანი, მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანიების ბაზრების ადგილი“, - განაცხადა თურნავამ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner