logo_geo
eng_logo
დევიდ კრემერი: აშშ-მ ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ ალიანსში საქართველოს მიღება ვაშინგტონის ინტერესებშიცაა
- +

29 თებერვალი. 2016. 11:55


ადამიანის უფლებების საკითხებში მაკ-კეინის ინსტიტუტის დირექტორმა დევიდ კრემერმა „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს სვლას დასავლეთისკენ მუდმივად ბლოკავს და ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ამ სიტუაციაში, ამერიკამ საპრეზიდენტო დონის ინტერესი უნდა გამოიჩინოს და უფრო იაქტიუროს რეგიონში.



საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან მნიშვნელოვანია. NATO- მომდევნო სამიტი არ უნდა გახდეს ის, რაც ბუქარესტის დეკლარაციის შემდეგ მივიღეთ: ქართველების იმედგაცრუება და რუსეთის აგრესია. ამ ეტაპზე, საქართველოს პროგრესის მეტი აღიარება სურს NATO-სგან. დასავლეთმა, კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა, ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ ალიანსში საქართველოს მიღება ვაშინგტონის ინტერესებშიცაა.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის პროგრესის უპირველესი ნიშანი ბოლო 25 წლის მანძილზე, დამოუკიდებლობის მიღწევა და შენარჩუნებაა. რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ამ ქვეყანას ახლა სეპარატისტული კონფლიქტები აქვს. მიუხედავად ამისა, ის დამოუკიდებლად ვითარდება და ევროატლანტიკური გზით მიდის.

ვისურვებდი, რომ დასავლეთი მას უფრო დაეხმაროს ამ გზაზე. მინდა, რომ მომდევნო 25 წელი ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციაზე ვსაუბრობდეთ", - განაცხადა დევიდ კრემერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner