logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: იმედი მაქვს თურქეთის ჰიმნზე არ შემარცხვინეთ „პატრიოტებმა” და ტელევიზორებს ბოლომდე აუწიეთ!
- +

13 ივნისი. 2016. 03:18



ჟურნალისტი, იუმორისტი  ბაკურ სვანიძე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტული კომენტატორის მიერ, გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებისას რუსეთის ჰიმნზე გაკეთებულ მოწოდებას ეხმიანება.



გუშინ საფეხბურთო კომენტატორმა გამოაცხადა - „ახლა იქნება რუსეთის ჰიმნი და თუ გნებავთ, დაუწიეთ ხმა ტელევიზორებსო!" ამ სისულელეს ბევრი აღფრთოვანებული კომენტარი მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

 

ჰოდა, დღეს იყო აგერ, თურქეთის ჰიმნი და იმედი მაქვს არ შემარცხვინეთპატრიოტებმა" და ტელევიზორებს ბოლომდე აუწიეთ, ფეხზეც წამოდექით და გულზეც ხელი მიიდეთ ხო? ჩვენი "დაუძინებელი მეგობრის" პატივსაცემად!.. ვაი თქვენს პატრონს" - წერს სვანიძე სოციალურ ქსელში. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner