logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: კლინიკაში ახალგაზრდა ქალი რჩება, რომლის დიაგნოზი ხვალ გახდება ცნობილი
- +

6 თებერვალი. 2020. 16:38

 

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამ დროისთვის მის კლინიკაში მხოლოდ ერთი პაციენტი რჩება, რომლის დიაგნოზიც ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

 

„ის 9 ავადმყოფი, რომელიც წინა დღეებში იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში, გაეწერა. ყველა მათგანს ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდა და გამოირიცხა კორონავირუსით ინფექცია, მათ შორის, ამ კორონავირუსზე გაკეთებული ტესტებით- ორი გაკეთდა როტერდამში, ჰოლანდიაში და დანარჩენი ჩვენს ლუგარის ცენტრში. კლინიკაში არის ერთადერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ახლახან შემოიყვანეს, 1 საათის წინ. ის იყო შანხაიში. აქვს დაბალი ტემპერატურა - 37.1. არის ცნობები მსოფლიოში, რომ შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ დაბალი ტემპერატურით მიდის, ამიტომ ჩვენთან გაძლიერებული ყურადღებაა. მას აღენიშნება ხველა და დაბალი სიცხე, არ აქვს პნევმონია.

 

ყველა პაციენტს, რომელსაც აღენიშნება ტემპერატურის მატება და იყო ჩინეთში, მაინც ვიკვლევთ. ჩვენთან მყოფი პაციენტი არის საქართველოს მოქალაქე. მას უტარდება გამოკვლევები. ხვალ დილით აუღებენ ნაცხს კორონავირუსზე და ხვალვე, შუადღისას იქნება პასუხი. დიდი ალბათობით, კლინიკური დაკვირვებით ამ ქალს არ აქვს კორონავირუსი. მაგრამ ყველა მათგანზე მაინც საჭიროა ტესტირების გაკეთება, სადაც ეს შესაძლებელია. დღეისთვის ტესტირება შესაძლებელია მსოფლიოს მხოლოდ 10 ქვეყანაში და ძალიან კარგია, რომ ამ 10 ქვეყანას შორის ჩვენი ქვეყანაც არის, რაც ლუგარის ლაბორატორიის დამსახურებაა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner