ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თემა არ არის, დავინტერესდი ნოდო გუგეშაშვილის მკვლელის დაკავების ფაქტით. ჩვენმა მედიამ სადღაც ბოლოში ძლივს მოუნახა ადგილი. ალბათ დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს, მაგრამ ჰოლივუდის ყველაზე მძაფრი დეტექტივი მიმიქარავს. უაღრესად უდიდესი პროფესიონალიზმით გახსნილი საქმეა. მესმის, პოლიციის ქება არ არის ახლა მოდაში, მაგრამ როდესაც რაღაც გვიჭირს, ისევ მათ მივადგებით. ამიტომ, თუნდაც მოტივაციისთვის ეკუთვნის გამოძიებაში ჩართულ თითოეულ პირს მადლობა - ხელმძღვანელიდან დაწყებული რიგითით დასრულებული. ყოჩაღ! იმედია, აწი არ ჩაყრის ვიღაც ამდენ შრომას წყალში და როგორც გვჩვევია ხოლმე „სტოკჰოლმის სინდრომის“ იმპულსებსაც არ გამოამჟღავნებს ჩვენი სენტიმენტალური პუბლიკა-ობივატელი. დაკავებული? ჯონ ჩაილდსი და ჩარლზ კოლინზიც შურით აღივსებოდნენ ალბათ. რა ცოდვა ჰკიდია კიდევ მის მხრებზე, ამის გარკვევასაც პროფესიონალიზმი სჭირდება. და გაირკვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ის იგრძნობს ჩვენს, დიახ, ჩვენს ულმობელობას ანუ კანონიერი განაჩენის უპირობო მხარდაჭერას. ჰო, ჰუმანისტი ვარ, მაგრამ ჩემი ჰუმანიზმი თქვენი სიცოცხლის დაცვაა და არა მკვლელის ინტერესების მსახურება!“ - წერს გოჩა მირცხულავა.