ძალადობა, შანტაჟი, ოჯახის წევრების დაკავება და ქართულ მართლმსაჯულებაში უპრეცედენტო
სასჯელის ზომა, რომელმაც შეკრებითობის პრინციპით 100 წელს გადააჭარბა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ "გამომძიებელი რეპორტიორი"ს მიერ მომზადებულ ფილმში
ნაჩვენებია იმ ბიზნესმენთა მცირე ჩამონათვალი, რომელთაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ბიზნესი ზემოაღნიშნული მეთოდებით წაართვა. მათ შორის ყველაზე მეტი, ქიბარ ხალვაშს წაართვეს, რომლის ოდენობაც 100 მილიონი დოლარი იყო.