logo_geo
eng_logo
შსს-მ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

6 თებერვალი. 2020. 17:39

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

 

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელი, 1986 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე - მ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

 

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner