logo_geo
eng_logo
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდნენ
- +

6 თებერვალი. 2020. 17:54

 

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები  ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდნენ.

 

ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის ინფორმაციით, ფრაქციის წევრები აგრძელებენ შეხვედრებს დიპლომატიურ კორპუსთან და დღევანდელი შეხვედრაც ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩთან სწორედ ამ კონტექსტში შედგა.  შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, ფრაქციის პრიორიტეტებს, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ ხედვებს, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო.

 

„დღეს ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელიც უაღრესად საინტერსო და კონსტრუქციული იყო. ბატონ ელჩს გავაცანით ჩვენი ახალშექმნილი ფრაქციის პრიორიტეტები, ხედვები მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, საკითხი შეეხო მიმდინარე დიალოგს  საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. ლიეტუვა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი საქართველოსთვის, იგი ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და, ამდენად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ლიეტუვასთან და, ზოგადად,  ბალტიისპირეთის ქვეყნებთან თანამშრომლობას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა შეხვედრის შემდეგ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner