logo_geo
eng_logo
მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილმა 20 ივნისის საქმეზე დანაშაული სრულად აღიარა
- +

6 თებერვალი. 2020. 18:51

 

 

20 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ის მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

მორის მაჩალიკაშვილმა ბრალი სასამართლო დარბაზში სრულად აღიარა. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, მას ორწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

 

„პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, არ ვაპირებდი. ბიძაჩემს ვიცავდი“, – განაცხადა მორის მაჩალიკაშვილმა.

 

მორის მაჩალიკაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე იყო დაკავებულები.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner