2020 წლის 6 თებერვალს, საპროკურორო საბჭომ, „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია:
ახალბედაშვილი ვიქტორ - 3 ხმა;
გაბელია პაატა - 0 ხმა;
გამისონია რაულ - 2 ხმა;
გამყრელიძე მერაბ - 1 ხმა;
ვაჭარაძე ვალერიან - 8 ხმა;
ზირაქაშვილი დავით - 0 ხმა;
თორდია დარიკო - 7 ხმა;
კვანტალიანი ვალერი - 1 ხმა;
კობაიძე ალექსანდრე - 0 ხმა;
კობახიძე კობა - 1 ხმა;
კოდანაშვილი დავით - 1 ხმა;
შენგელია სოფიო - 9 ხმა;
შოთაძე ირაკლი - 10 ხმა;
ჩივაძე გელა - 0 ხმა;
ჩინჩალაძე რამაზ - 2 ხმა.
აღნიშნული მონაცემებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატი - ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, სოფიო შენგელია და ირაკლი შოთაძე შეირჩა.
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2020 წლის 7 თებერვალს, 14:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.
გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს Facebook-გვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.