logo_geo
eng_logo
საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია
- +

6 თებერვალი. 2020. 18:52

 

 

 

2020 წლის 6 თებერვალს, საპროკურორო საბჭომ, „საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“  მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად  კენჭისყრა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

უწყების ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია:

 

ახალბედაშვილი ვიქტორ  - 3 ხმა;

 

გაბელია პაატა - 0 ხმა;

 

გამისონია რაულ - 2 ხმა;

 

გამყრელიძე მერაბ - 1 ხმა;

 

ვაჭარაძე ვალერიან - 8 ხმა;

 

ზირაქაშვილი დავით - 0 ხმა;

 

თორდია დარიკო - 7 ხმა;

 

კვანტალიანი ვალერი - 1 ხმა;

 

კობაიძე ალექსანდრე - 0 ხმა;

 

კობახიძე კობა - 1 ხმა;

 

კოდანაშვილი დავით - 1 ხმა;

 

შენგელია სოფიო - 9 ხმა;

 

შოთაძე ირაკლი - 10 ხმა;

 

ჩივაძე გელა - 0 ხმა;

 

ჩინჩალაძე რამაზ - 2 ხმა.

 

აღნიშნული მონაცემებით, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატი  - ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, სოფიო შენგელია და ირაკლი შოთაძე შეირჩა.

 

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2020 წლის 7 თებერვალს, 14:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

 

გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი  საპროკურორო საბჭოს Facebook-გვერდზე „ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner