ავტორი თეონა რამაზაშვილი
თამაზ დალაქიშვილი ბიზნესმენ ილია დალაქიშვილის მამაა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ მის შვილს ბიზნესები გადაეფორმებინა.
ილია დალაქიშვილი ყოფილმა ხელისუფლებამ იძულებით დევნილად მას შემდეგ აქცია, რაც იგი არ დათანხმდა საკუთარი ბიზნესი სახელმწიფოსთვის გადაეცა. თამაზ დალაქიშვილის გარდა, კიდევ რამდენიმე ბიზნესმენის მამა დააკავეს უკანონოდ.
როგორც იმდროინდელმა პროკურორმა, ანზორ ხვადაგიანმა განაცხადა, მას ზურაბ ადეიშვილმა დაავალა ამ პირების დაკავება, თუმცა მისი თქმით, დაკავების საფუძველი არ არსებობდა, რის შესახებაც მან ადეიშვილს მოახსენა, რაზეც უპასუხა "ჯერ დააკავეთ და საფუძველი მერე იპოვეთო!"
თამაზ დალაქიშვილის დაკავებას შეეწირა მისი 80 წლის დედა, რომელმაც შვილის და შვილიშვილის პრობლემებს ვერ გაუძლო.