logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: უგულავამ მასხრად აიგდო ურთიერთობა, რომელიც უნდა გააჩნდეს ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელს პარტნიორ ქვეყანასთან
- +

6 თებერვალი. 2020. 18:53

 

 

 

„გიგი უგულავამ თქვა, რომ ამერიკაში საპარლამენტო დელეგაცია საქმის გასარჩევად წავიდა, მან ამით მასხრად აიგდო ურთიერთობა, რომელიც უნდა გააჩნდეს ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელს თავის პარტნიორ ქვეყანასთან“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.

 

დეპუტატის თქმით, ვიზიტის თაობაზე თემა გაუბრალოებულია და საკითხს ისე სვამენ, კონგრესმენები უარს იტყვიან იმაზე, რაც თქვეს და დელეგაციის წასვლა შველის თუ არა მიზანს.

 

„საგანგებო მნიშვნელობისაა პარტნიორული ურთიერთობები, წერილების შინაარსიც განსახილველია, მაგრამ სამომავლო საქმიანობა ემყარება საგანგებო მიზანს – სტაბილურობის შენარჩუნებასა და პარტნიორული ურთიერთობების ისე განვითარებას, რაც შეეფერება უსაფრთხოების თემაზე ორიენტირებულ ორ მეგობარ ქვეყანას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner