logo_geo
eng_logo
პროკურორი: მორის მაჩალიკაშვილის აღიარების გათვალისწინებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმება მიზანშეწონილად მივიჩნიეთ
- +

6 თებერვალი. 2020. 20:12

 

 

„მორის მაჩალიკაშვილის აღიარების გათვალისწინებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მან მოინანია დანაშაული, ასევე არასადაოდ გახადა მტკიცებულებები, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება“, - ამის შესახებ ამორის მაჩალიკაშვილის საქმის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

როგორც ის განმარტავს, მორის მაჩალიკაშვილმა საქმეში არსებული მტკიცებულებები უდავოდ ცნო, ამასთან, მან დანაშაულიც მოინანია.

 

„ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე სრულად აღიარა ბრალი. მან წინა სხდომაზე არასადაოდ გახადა მტკიცებულებები, მათში არსებული ინფორმაცია, დაეთანხმა მათ შინაარს და მათში არსებულ ინფორმაციას, შესაბამისად, მისი აღიარების გათვალისწინებით, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მან მოინანია, ასევე არასადაოდ გახადა მტკიცებულებები, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების პირობებს, მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად იგივე გამოსაცდელი ვადით. ბრალდებული აღიარებს, ინანიებს დანაშაულს, არ ხდის სადაოდ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რაც გახლავთ საპროცესო შეთანხმების საფუძველი. შესაბამისად, სხვა რაიმე საფუძველი და წინააღმდეგობა საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან არ არსებობს“, - განაცხადა მუკბანიანმა.

 

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ მორის მაჩალიკაშვილს საპროცესო შეთანხმება დღეს გაუფორმდა. ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და მორის მაჩალიკაშვილს სასჯელის სახით 2 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner