logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული არჩევანი
- +

6 თებერვალი. 2020. 22:19

 

 

„მინდა ასევე გამოვეხმაურო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) დასკვნას, რომელიც ეხება სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ საკანონმდებლო ცვლილებებს. იქაც საუბარი არის იმაზე, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ლეგიტიმაცია აქვს როგორც შერეულ ასევე პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს და ეს უნდა იყოს ქვეყნის სუვერენული არჩევანი, თუ რა საარჩევნო სისტემას აირჩევს“, - ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლებამ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პირობა 2016 წელს დადო და შეასრულა, როდესაც ეს საკითხი კონსტიტუციაში აისახა. ის შეთავაზება კი, რომელსაც ხელისუფლება ამჟამად სთავაზობს ოპოზიციას, არჩილ თალაკვაძის განცხადებით არის კომპრომისული და დაბალანსებული.

 

„ჩვენ დავდეთ პირობა 2016 წელს, რომ საქართველო გადავიდოდა პროპორციულ არჩევნებზე, და 2017-2018 წლებში ეს პირობა შევასრულეთ, ვინაიდან ავსახეთ კონსტიტუციაში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი და რომ ეს გადასვლა მოხდებოდა 2024 წელს. დღეს, ოპოზიციას აქვს გარკვეული წინააღმდეგობა და ჩვენ გვაქვს კომპრომისული შეთავაზება 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციული მანდატების რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ეს არის დაბალანსებული, კომპრომისული მოდელი და ვფიქრობ, ოპოზიციაც ემზადება, რომ შემდგომი დიალოგის ფარგლებში განხილვა გვქონდეს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner