„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ საპარალამენტო სიაზე ისაუბრა.
კობახიძის თქმით, მათი ერთ-ერთი ამოცანა საპარლამენტო სიის განახლებაა და ეს ყოველ შემდგომ არჩევნებზე უნდა მოხდეს.
„თქვენ გახსოვთ, რომ 2016 წელსაც განახლებული სია წარვადგინეთ და ბუნებრივია, 2020 წლისთვისაც ასეთი სახით ვემზადებით. ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი, რაც „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს. თქვენ თუ შეხედავთ „ევროპულ საქართველოს“ , „ნაციონალურ მოძრაობას“ , ლეიბორისტულ პარტიას და ა.შ მათთან მუდმივად ერთი და იმავე სახეები ფიგურირებს და განახლების რესურსი არ აქვთ ესეც არის მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი. ჩვენ გვჭირდება გუნდის გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დარგობრივი კუთხითაც. პარტიას ჰყავს რეიტინგული ლიდერები, არის პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ა.შ.“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.