logo_geo
eng_logo
დიტო ჩუბინიძე: თუ ვინმემ ოდესმე აწყენინა და ბავშვობაში თავში ხელი წამოარტყა, სააკაშვილმა...
- +

6 თებერვალი. 2020. 23:23

 

 

„საქართველოს მთელი ცხრა წლის განმავლობაში სწორედ „არასერიოზული“ და ბოროტი სოციოპათი მართავდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გაზეთ „ასავალ-დასავალში“ სტატიას აქვეყნებს.

 

„ეტყობა, უკრაინელებმა ახლა გაიგეს, რომ სააკაშვილის სახით საქართველოს მთელი ცხრა წლის განმავლობაში სწორედ „არასერიოზული“ და ბოროტი სოციოპათი მართავდა, რომელიც თავისი ხუშტურების დასაკმაყოფილებლად ნებისმიერ სიბინძურეს აწერდა ხელს. ასე, მაგალითად, თუ ვინმემ ოდესმე აწყენინა და ბავშვობაში თავში ხელი წამოარტყა, სააკაშვილმა უკლებლივ ყველა ამხანაგი და კლასელი ციხეში ჩასვა. უფრო მეტიც, მთელმა იმერეთმა იცის, რომ სააკაშვილმა არათუ ქუთაისიდან, არამედ საერთოდ საქართველოდან გააქცია და გააძევა ოჯახი, რომლის დანაშაულიც მხოლოდ ის იყო, რომ ვიდრე სააკაშვილზე „ჯვარს იფსკვნიდა“, მანამდე სანდრა რულოვსი ქმრით სწორედ მათთან ცხოვრობდა და საქართველოსა და მის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს რეზიდენტის გულმოდგინებით სწავლობდა!“ - წერს ჩუბინიძე.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner