logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში
- +

7 თებერვალი. 2020. 00:49

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ აღარ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ეს უნდა იყოს სასურველი შედეგი, რომლამდეც შეიძლება მივიდეთ 2020 წლიდან - 2024 წლამდე“, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს ვხედავთ ძალიან მახინჯ, ორპოლუსიან სისტემას, სადაც ერთი მხრიდან არის „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“ და რეალური გასაქანი არ არსებობს.

 

„ჩვენ არ ვაპირებთ გავატაროთ ის აგრესია, რომელსაც ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ამას დავუპირისპირებთ სიმართლეს და საბოლოო ჯამში ეს იქნება მთავარი საფუძველი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადავა მილევად რეჟიმში, ეს იქნება ქართული პოლიტიკისთვის ძალიან კარგი. ეს პარტია აღარ უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში ეს უნდა იყოს სასურველი შედეგი, რომლამდეც შეიძლება მივიდეთ 2020 წლიდან - 2024 წლამდე. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არც ერთი თავისი განშტოებით არ იქნება წარმოდგენილი პარლამენტში ეს იქნება იდეალური მოცემულობა ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის იმიტომ, რომ დღეს თქვენ ხედავთ ძალიან მახინჯ ორპოლუსიან სისტემას აქეთ არის „ქართული ოცნება“, იქით "ნაციონალური მოძრაობა" და რეალური გასაქანი არ არსებობს. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაქრება პოლიტიკური სივრციდან, ამ შემთხვევაში ახალ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს ექნებათ პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner