logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
- +

7 თებერვალი. 2020. 01:17

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ფილიპ რიკერთან შეხვედრას „TWITTER“- ით ეხმაურება.

 

როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა განიხილეს.

 

„შევხვდი ფილიპ რიკერს. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა, განვითარებული მოვლენები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა. აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- წერს ზალკალიანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner