„2016 წლის იანვარში, როდესაც კვლევა ჩავატარეთ, მაშინ სასტარტო პოზიცია გვქონდა ბევრად უფრო სუსტი, ვიდრე გვაქვს დღეს და იცით, რომ 49% -ით დავასრულეთ მაშინ არჩევნები? ეს გვაძლევს ჩვენ იმის პროგნოზირების საშუალებას, რომ თავისუფლად შეიძლება, თავისუფლად და კარგად გადავცდეთ 50% -იან ნიშნულს“, - ამის შესახებ ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, მათი გათვლები ეფუძნება სოციოლოგიურ კვლევებს, რომლებიც ასახავს საზოგადოების განწყობას და 2016 წელს პროგნოზირების საშუალებაც სწორედ ამ კომპანიის მიერ, ჩატარებულმა კვლევებმა მისცა.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი გათვლები, რაც ეფუძნება სოციოლოგიურ კვლევებს, რომლებიც ასახავს საზოგადოების განწყობას. ბოლო ასეთი სოციოლოგიური კვლევა დეკემბერში ჩატარდა და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ არამხოლოდ გავიმეორებთ იმ შედეგს, რომელიც გვქონდა 2016 წელს და ეს იყო - 49%, არამედ შეგვიძლია, ამ შედეგის თუნდაც არსებითად გაუმჯობესება. ჩვენ ვმუშაობთ ქართულ კომპანიასთნ, რომელიც ატარებს საველე სამუშაოებს. როდესაც ვამბობთ ჩვენს პროგნოზებს ეს პროგნოზები მართლდება, იგივე 2016 წელს ჩვენ ვამბობდით, რომ ყოველი მეორე ადამიანი დაუჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ და ზუსტად ეს შედეგი დაჯდა. ამის თქმის საშუალებას გვაძლევდა სწორედ ეს კომპანია და მათი კვლევის შედეგები,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება „ქართლი ოცნების“ კვლევის მიხედვით ოპოზიციური პარტიების სავარაუდო შედეგებს, ირაკლი კობახიძის თქმით დაახლეობით იგივე სურათი იქნება ჩამოყალიბებული, რაც იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
მისივე თქმით, დღევანდელი მდგომაროებით მეორე ადგილზე არის „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შევა შემდეგ პარლამენტში 10-15 კაცით და შესაბამისად ეს იქნება ძალიან კარგი საწინდარი იმისათვის, რომ 2024 წლისთვის ისინი ვეღარ შევიდნენ საქართველოს პარლამენტში.