-
+
7 თებერვალი. 2020. 13:02
„ჩინეთი დაამარცხებს კორონავირუსს“, – ეს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის განცხადებაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის დროს გააკეთა.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გავრცელებული ვერსიით, დონალდ ტრამპი და სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ ვირუსთან ბრძოლაში ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად ჩინეთში დაღუპულთა რიცხვი 636-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულია 31 ათასი ადამიანი.
წყარო :