„ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალები საქართველოს მტრები არიან“, - ამის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალები საქართველოს მტრები არიან, ამერიკელი კონგრესმენები ამათ თვლიან ადამიანებად და მხარდაჭერას უცხადებენ? თუ ასე გააგრძელეს, ქართულ-ამერიკული პარტნიორობა დეკლარირებულად მხოლოდ ქაღალდზე დარჩება და ამერიკა ქართველი ხალხისგან განხიბვლას მიიღებს. ამ კონგრესმენებმა იცოდნენ, რომ იმ ნარჩენებს, ვისაც ასე გამალებით იცავენ, ხალხი ეზიზღებათ, ანგარიშსწორებაზე არიან გადასული, პოლიციელს თავში ურტყამენ...“ - აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.