logo_geo
eng_logo
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 636-მდე გაიზარდა - ინფიცირებულია 31161 ადამიანი
- +

7 თებერვალი. 2020. 15:34

 

 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 636-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულია 31161 ადამიანი.

 

ამასთან, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვირუსის 318 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ყველაზე მეტი, 86 ადამიანი კორონავირუსით ინიფიცირებულია იაპონიაში, მეორე ადგილზეა სინგაპური, სადაც 30 შემთხვევა გამოვლინდა. ასევე კორონავირუსზე 25 ადამიანი მკურნალობს ტაილანდში, 24 – სამხრეთ კორეაში და ამდენივე – ჰონგ-კონგში.

 

ევროპაში კი, საერთო ჯამში ​კორონავირუსით 31 ადამიანია ინფიცირებული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner