logo_geo
eng_logo
მოსკოვში „იაპონჩიკის“ მკვლელობის საქმეზე მურთაზ შარანდია დააკავეს
- +

7 თებერვალი. 2020. 16:27

 

 

მოსკოვში კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად „იაპონჩიკის“ მკვლელობის საქმეზე მურთაზ შარანდია დააკავეს.

 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი იმ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო, რომელმაც ავტორიტეტის მკვლელობა განახორციელა. კერძოდ, შარანდიას ივანკოვზე თვალთვალი ევალებოდა.

 

გარდა ამისა, სამართალდამცავების თქმით, დაკავებულმა მკვლელობის ადგილზე იარაღი ჩაიტანა. კრიმინალური ავტორიტეტი ვიაჩესლავ ივანკოვი მოსკოვში 2009 წელს ერთ-ერთი რესტორნიდან გამოსვლისას მძიმედ დაჭრეს, რამდენიმე თვის შემდეგ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

გამომძიებლები დარწმუნებულები არიან, რომ შარანდია დაკავშირებულია კრიმინალურ ავტორიტეტ ილია სიმონიასთან (მეტსახელად მახო).

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner