logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიმაკაძე: საქართველოში ფართომასშტაბიანი ტერაქტი იგეგმებოდა
- +

7 თებერვალი. 2020. 16:46

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის განცხადებით, ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები  ტერაქტს თბილისში, მასობრივი თავშეყრის ადგილას გეგმავდნენ, რათა მსხვერპლი დიდი ყოფილიყო.  მისი თქმით, ტერაქტი იგეგმებოდა ისეთ ადგილას, სადაც დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბებოდა და მათ შორის მრავლად იქნებოდნენ უცხოელები.

 

„ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებიდან ნათლად ჩანს, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები – ისლამ ატაბაევი, იგივე აბუ ჯიჰადი, რომელიც იმ პერიოდისთვის სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ახმედ ჩატაევი ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, თუ როგორ განეხორციელებინათ ტერორისტული აქტები თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე. ჩატაევმა აბუ ჯიჰადს შესთავაზა, რომ ტერაქტს საქართველოში განახორციელებდა და უთხრა – იქ მყავს ჯგუფის წევრები, რომლებიც ტერაქტისთვის ყველაფერს მოამზადებენო.

 

ჩატაევის დაჯგუფება საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელებას გეგმავდა მასობრივი თავშეყრის ადგილებში, რათა მსხვერპლი დიდი ყოფილიყო, ძირითად აქცენტს კი უცხოელებზე, მათ შორის, ტურისტებზე აკეთებდნენ. პირველი მუქარის შეტყობინებაში, რომელიც ჩვენ ჩატაევისგან მივიღეთ, იგი ზუსტად იმაზე საუბრობდა, რომ თბილისში ტურისტების წინააღმდეგ მოაწყობდა ტერაქტებს. საქართველოში იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი ტერაქტი 10-15 ტერორისტის მონაწილეობით, რომლებიც აპირებდნენ ისეთ ლოკაციაზე შესვლას, სადაც დიდი რაოდენობით ხალხი შეიკრიბებოდა და მათ შორის მრავლად იქნებოდნენ უცხოელები“, -  განაცხადა ირაკლი ჩიმაკაძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner