logo_geo
eng_logo
ალასკაზე ქარბუქის დროს დაკარგული ოთხი ბავშვი 27-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს
- +

7 თებერვალი. 2020. 17:03

 

 

აშშ-ში, ალასკაზე ქარბუქის დროს დაკარგული ბავშვები 27-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

 

2-დან 14 წლამდე ასაკის ოთხი ბავშვი თავიანთი სოფლიდან, ნუნამ იკუადან თოვლმავლით სასეირნოდ იყვნენ წასული, როდესაც ქარბუქი დაიწყო. მოგვიანებით, ისინი სოფლიდან 16 მილის დაშორებით იპოვეს.

 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბავშვებმა გვირაბს შეაფარეს თავი, რომელიც თოვლში თავად გააკეთეს. უფროსები ორი წლის პატარას შემოეხვივნენ, რათა მცირეწლოვანი თბილად ყოფილიყო.

 

14 წლის კრისტოფერ ჯონსონს, რვა წლის ფრენკ ჯონსონს, შვიდი წლის ეტან კამილს და ორი წლის ტრეი კამილს ჰიპოთერმია აღენიშნებოდათ. ისინი ვერტმფრენით უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი კლინიკიდან უკვე გაწერილია, ორი კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner