logo_geo
eng_logo
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

13 ივნისი. 2016. 10:15


შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა  და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული მიხეილ ლ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან გატანის მცდელობის  ფაქტზე  სადახლოში დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 11,2382 გრ მეთადონის შემცველი 18,4523 გრ ნარკოტიკული საშუალება  ამოიღეს.


გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან გატანის მცდელობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტითა და  19-262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით).





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner