„2019 წელს ქვეყანა განიცდიდა ეკონომიკურ აღმავლობას, რის შედეგადაც 2019 წლის პირველ 10 თვეში მშპ-ს ზრდამ 5%-ზე მეტი შეადგინა“, - ნათქვამია ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველომ პოზიციები გაიუმჯობესა საერთაშორისო რეიტინგებში, განსაკუთრებით ბიზნესის სფეროში.
ანგარიში ხაზს უსვამს მსოფლიო ბანკის რეიტინგს, რომლის თანახმად საქართველომ „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ კუთხით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილი დაიკავა.
ამასთან, ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს პროგრესს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში რეფორმების კუთხით.