„გრძელდება პოლიციის რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლის ადრეულ პერიოდში დადგენილი პრიორიტეტების შესაბამისად“, - ნათქვამია ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.
ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს გაღრმავებული თანამშრომლობა „EUROPOL“ - თან სამართალდაცვით სფეროში, ისევე როგორც პოლიციის ატაშეების წარგზავნა (network of police attachees) წევრ ქვეყნებში სერიოზული და ორგანიზებული ტრანსსასაზღვრო კრიმინალური აქტივობების აღმოფხვრის მიზნით.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურში, მონაცემთა დაცვის საკითხებზე საჩივართა გაზრდილი რიცხვი მიუთითებს, რომ გაზრდილია მოსახლეობის ცნობიერების დონე აღნიშნული საკითხის მიმართ.
ასევე, ხაზგასმულია, რომ საგრძნობლად გაზრდილია ფარული გამოძიებების რიცხვი, თუმცა აღნიშნული საქმეების გადაწყვეტა სასამართლოს ფარგლებში ხორციელდება.