logo_geo
eng_logo
საქართველო აგრძელებს საჭირო ზომების მიღებას თავისი მოქალაქეების არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიმართულებით
- +

7 თებერვალი. 2020. 21:01

„უვიზო მიმოსვლის კუთხით, საქართველო პრაქტიკულად აგრძელებს საჭირო ზომების მიღებას თავისი მოქალაქეების არალეგალურ მიგრაციასთან და თავშესაფრების მოთხოვნასთან ბრძოლის მიმართულებით“, - ნათქვამია ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.

 

სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ანგარიშის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება, ევროკომისია, იუსტიციისა და საშინაო საქმეთა სააგენტოები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები უვიზო მიმოსვლის საკითხზე და საქართველოს მოქალაქეების არალეგალურ მიგრაციასთან და თავშესაფრების მოთხოვნასთან ბრძოლის კუთხით საჭირო ზომების მისაღებად ერთობლივად მუშაობენ.

 

ანგარიშში აღნიშნულია 2019 წლის ივლისში, საქართველოსა და სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოს (Eurojust) შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს ინფორმაციის სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას.

 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო აგრძელებს მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას; დაწყებულია მსჯელობა 2020 წლის შემდგომი სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე.

 

ასევე ხაზგასმულია, რომ ქვეყანამ დაასრულა 2019 წლის მიგრაციის პროფილი და შეინიშნება შემდგომი პროგრესი ერთიანი მიგრაციის ანალიტიკური სიტემის მიმართულებით (რომელიც ნაწილობრივ მოქმედია).

 

ანგარიშის თანახმად, საქართველო აგრძელებს ძალისხმევას საზღვრის მართვის გაძლიერების მიმართულებით ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner