„საქართველომ გააუმჯობესა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებებთან მიერთების სტატისტიკა, რამაც 61%-ი შეადგინა 2018 წლის 56%-თან შედარებით“, - ნათქვამია ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.
ანგარიში ასევე აღნიშნავს საქართველოსა და ევროკავშირის მზაობასა და ინტერესს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისადმი, რაც ოქტომბერში ქ. თბილისში გამართულ საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრაზე დაფიქსირდა.