logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: ოპოზიციის მხრიდან ველოდებით შემხვედრ ნაბიჯს
- +

7 თებერვალი. 2020. 22:10

 

 

ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „ იმედის“ ეთერში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„გნებავთ ოდირის დასკვნა, გნებავთ  კონგრესმენების წერილები, მათში  საერთო არის ის, რომ,  ერთი მხრივ, ხელისუფლების მიმართ და ,მეორე მხრივ, ოპოზიციის მიმართ არის თხოვნა თუ მოწოდება,  რომ ჩვენ  შეთანხმებით, კონსენსუსის მიღწევით კონკრეტულ საარჩევნო მოდელზე შევჯერდეთ და ამ მოდელის შესაბამისად ჩავატაროთ არჩევნები. ჩვენ ამ მიმართულებით ვაკეთებთ ყველაფერს და  ამის დასტურია  თუნდაც ის ინიციატივა, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო გაჟღერებული ოპოზიციის მოთხოვნების სასარგებლოდ.  საწყისი წერტილია ის, რომ ერთი მხრივ გვაქვს შერეული სისტემა, რომელიც მოქმედებს და ამის მიხედვით ჩატარდება არჩევნები, თუ რაიმე არ შევცვალეთ.  ანუ  გვაქვს  77/73-ზე სისტემა და, მეორე მხრივ, ოპოზიციის მოთხოვნა, რომ პროპორციული სისტემით ჩატარდეს არჩევნები. მოწოდება შეთანხმებისკენ გულისხმობს, რომ როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ ამ მიმართულებით  გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. არ შეიძლება ეს მოწოდება გაგებული იქნეს იმგვარად, რომ მხოლოდ  ხელისუფლებამ დათმოს ყველაფერი, ოპოზიცია კი გაჯიუტდეს და ბოლომდე მოითხოვოს ის, რაც მათთვისაა მისაღები. ჩვენ  ამ თვალსაზრისით ნაბიჯი გადავდგით და მათი მხრიდანაც ველოდებით შემხვედრ ნაბიჯს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner