„POSTV“-ის გადაცემა მედია რენტგენი სოციალურ ქსელში მსახიობ ლალი ბადურაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის გიგა მაქარაშვილის მიერ გამოქვეყნებულ, მოგვიანებით კი წაშლილ სტატუსს და მსოფლიო ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ბულინგის ფაქტებზე საუბრობს.
საუბარია გიგა მაქარაშვილი მიერ ფეისბუქში გამოქვეყნებულ სტატუსზე - „დიდი გამპრავებელი დაკარგა ოცნებამ. ნინი ბადურაშვილის ბაბო მომკვდარა!,“ რომელიც მან მოგვიანებით წაშალა.
„სტატუსის დაწერის შემდეგ, რამდენიმე საათში ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ გიგა მაქარაშვილს „ზემოდან“ დაუკავშირდნენ და რბილად რომ ვთქვათ, საყვედური უთხრეს მსგავსი აზრისა და პოზიციის საჯაროდ გაჟღერების გამო. თუმცა, მედია რენტგენი რისი მედია რენტგენი იქნებოდა, რომ სოციალურ ქსელში გიგა მაქარაშვილის მიერ გამოქვეყნებული ეს სტატუსი არ ენახა და არ დაეარქივებინა. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ აღნიშნულ პიროვნებას არ ადარდებს საქართველოს არტისტის გარდაცვალება, მას, მისი აზრით, შეუძლია და აქვს უფლება საჯაროდ შეურაცხყოს გარდაცვლილი და მისი ოჯახის წევრები.
გული მტკივა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის „დიაგნოზის” კონტექსტში მიწევს ჩემი ასაკის ახალგაზრდებზე საუბარი და მათი გაკრიტიკება. ასევე გული მტკივა იმაზე, რომ აქტიური და ჯან-ღონით სავსე ადამიანები ექცევიან ნაციონალური რეჟიმის გამტარებელი იდეოლოგიის ზეგავლენის ქვეშ. არანაკლებ გულდასაწყვეტია ის ფაქტორი, რომ ახალგაზრდა მამაკაცს შეუძლია პოლიტიკურად იქილიკოს გარდაცვლილ ადამიანზე“, - ამბობს გადაცემის ავტორი.
ლიზა გეგეჭკორი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა არაერთია და დავით ბერძენიშვილის შვილის, ზუკა ბერძენიშვილის და ნიკა გვარამიას მიერ მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მაკნინებელ სტატუსებს იხსენებს.
„ნაციონალური მოძრაობისთვის, მათი სატელიტი პარტიების წარმომადგენლებისთვის, მხარდამჭერებისთვის და ქომაგებისთვის სულერთია ქვეყნის პროგრესი მსოფლიო არენაზე. მათი მთავარი მიზანი, ყველა იმ სუბიექტის დაკნინებაა, რომელიც არ ატარებს მათი ბელადების პოლიტიკას. ასევე ცხადია, რომ ნაც აქტივისთვის ისევე, როგორც ნაც მხარდამჭერებისთვის, სულ ერთია ვისზე იქილიკებენ - გარდაცვლილზე თუ, ცოცხალზე. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზუკა ბერძენიშვილის მიერ მსოფლიო ჩემპიონის მაკნინებელ სტატუსს, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ხმისა და ე.წ. „მთავარი არხის” გენდირი, ნიკა გვარამია ეხმიანება. სქემა ნათელია, თუმცა, გაუგებარია ერთი რამ, რომელ ქვეყანას ჰყავს ისეთი შვილი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის პროგრესი, იმიჯი, რეპუტაცია, გამარჯვება და გარდაცვლილი არტისტები ერთ ქვაბში ნეგატიური კონტექსტით მხოლოდ იმიტომ მოხარშონ, რომ ეს მათ ბელადებს აწყობთ, ან თუნდაც იმიტომ, რომ ამ ადამიანების წარმატება ქვეყნის მთავრობასთან ილინკება? პასუხი ერთია ... მხოლოდ საქართველოს... შპს „მთავარი არხის“ და მისი წარმომადგენლების სახით“, - ამბობს გადაცემის წამყვანი.