logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერს შეხვდა
- +

7 თებერვალი. 2020. 22:51

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერს შეხვდა. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში მიღწეულ წარმატებებს. მხარეებმა, ასევე, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

 

შეხვედრაზე აშშ- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მთავარი საკითხები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

 

საუბარი შეეხებოდა ასევე საარჩევნო სისტემას და მზადებას 2020 წლის არჩევნებისთვის.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ პროექტებს, მათ შორის ანაკლიის პორტის მომავალს- ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა ამერიკელ პარტნიორებს, რომ პროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მთავრობა შესაძლო ინვესტორებთან კომუნიკაციას გააგრძელებს.

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს  საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე და სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების სრული მხარდაჭერა დაადასტურა.

 

მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner