logo_geo
eng_logo
2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უპრეცედენტოდ გაიზარდა
- +

13 ივნისი. 2016. 10:24


2016 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, უპრეცედენტო ზრდა იყო და 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი - 376 მილიონი დოლარი დაფიქსირდა, რაც ძალიან სასიხარულო რიცხვია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, პირველ ადგილზეა ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ხოლო შემდეგ მოდის საფინანსო და ენერგეტიკის სექტორი.


პირველი ინვესტორია აზერბაიჯანი, მეორე თურქეთი, მესამე - გაერთიანებული სამეფო.


„ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი მატება შეინიშნება. ეს ბევრ რამეზე მიუთითებს - სტაბილურობაზე, გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოზე, ინვესტორების მხრიდან საქართველოს, როგორც კარგი საინვესტიციო მიმართულების ჩამოყალიბებასა და დანახვაზე და ეკონომიკური ბლოკის კარგ მუშაობაზე, რაც ძალიან სასიხარულოა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner