პოლიციამ აჭარაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.ხ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს - 1985 წელს დაბადებულ მ.ა.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.