ჩინეთში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 86 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 722-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 3 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 34 546-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ დღემდე, ვირუსით დაავადებული 2 050 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.