logo_geo
eng_logo
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 722-ს მიაღწია
- +

8 თებერვალი. 2020. 11:12

 

ჩინეთში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 86 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 722-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 3 399 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 34 546-მდე გაიზარდა.

 

აღსანიშნავია, რომ დღემდე, ვირუსით დაავადებული 2 050 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

 

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner