კორონავირუსთან საბრძოლველად აშშ ჩინეთს 100 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. პომპეომ კორონავირუსის დასამარცხებლად მეტი აქტიურობისკენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა.
ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღეში აშშ ჩინეთს 17.8 ტონა სამედიცინო აღჭურვილობას, მათ შორის სამედიცინო ნიღბებს, სპეციალურ აღჭურვილობასა და მედიკამენტებს გაუგზავნის. იქამდე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სი ძინპინმა პრეზიდენტ ტრამპს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა. მისი თქმით, უხანის კორონავირუსის პრევენცია და კონტროლი „კრიტიკულ ეტაპზეა“.
„პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი შეძლებს და ახალი კორონავირუსის გამოწვევას გაუმკლავდება“, - ნათქვამის განცხადებაში.