logo_geo
eng_logo
ბარაქ ობამა: თავდასხმა აშშ-ის ნებისმიერ მოქალაქეზე არის თავდასხმა ყველა ამერიკელზე
- +

13 ივნისი. 2016. 10:33


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ქალაქ ორლანდოში მომხდარ ტრაგედიას „ტერორისა და სიძულვილის აქტი" უწოდა.


აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, მომხდარი კიდევ ერთხელ შეხსენებაა, რომ თავდასხმა აშშ-ის ნებისმიერ მოქალაქეზე არის თავდასხმა ყველა ამერიკელზე.



ჩვენ არ შეგვეშინდება და ერთმანეთის წინააღმდეგ არ განვეწყობით. ამის ნაცვლად ჩვენ ვიქნებით ერთად იმისთვის, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი ერი დავიცვათ და მივიღოთ ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც გვემუქრება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში.



გუშინ აშშ-ის ქალაქ ორლანდოში მდებარე გეი-კლუბში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და იქ მყოფები დაცხრილა. შედეგად დაიღუპა 50 ადამიანი, კიდევ 53 დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.



ფლორიდის ქალაქ ორლანდოს ღამის კლუბშზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.



ოფიციალური მონაცემებით, თავდამსხმელი აშშ-ის მოქალაქე, 29 წლის ეთნიკური ავღანელი ომარ მატინი იყო. ის სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner